Thumbnail
  • L’Equipe-მა, ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა
  • ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდოსთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტს იღებს

ფრანგულმა გამოცემა  L’Equipe-მა, ევროპის ხუთ მთავარ ლიგაში მოთამაშე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. ათეულის სათავეში ბარსელონას არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესია, რომელიც თვეში 8,3 მილიონ ევროს იღებს (გადასახადების გარეშე).

მეორე ადგილს ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იკავებს, ოღონდ, პორტუგალიელის ხელფასი თითქმის ორჯერ ნაკლებია მესისაზე (4,7 მლნ).

სამეულს მადრიდის ატლეტიკოს ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ასრულებს (3.3 მლნ), ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი კილიან მბაპე კი ამ ჩამონათვალში მხოლოდ მეცხრეა (1,73 მლნ).

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულში 5 ესპანური კლუბის მოთამაშეა, საიდანაც სამი ბარსელონაზე მოდის. ამასთან, TOP10-ში ორ-ორი წარმომადგენელი ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს ჰყავთ, კიდევ ერთი - იტალიურს.

ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) 8,3 მილიონი ევრო

2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) - 4,7 მლნ

3. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 3,3 მლნ

4. ნეიმარი (პსჟ) - 3,06 მლნ

5. ლუის სუარესი (ბარსელონა) - 2,9 მლნ

6. გარეთ ბეილი (რეალი) - 2,5 მლნ

7. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა) - 2,3 მლნ

8. ალექსის სანჩესი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 2,28 მლნ

9. კილიან მბაპე (პსჟ) - 1,73 მლნ

10. მესუთ იოზილი (არსენალი) - 1,6 მლნ.

კომენტარები

ბოლო ამბები