Thumbnail

მინიმუმ 10 გარდაცვლილი - ფლამენგოს ბაზაზე ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რიო დე ჟანეიროს ფლამენგოს ბაზაზე ტრაგედია მოხდა
  • ბაზაზე გაჩენილმა ხანძარმა ბავშვების სიცოცხლე შეიწირა
  • გარდაცვლილია მინიმუმ 10 ადამიანი

შემზარავი ტრაგედია ბრაზილიაში! უდიდესი ტრადიციების მქონე ბრაზილიური კლუბის, რიო დე ჟანეიროს ფლამენგოს ბაზას, სადაც ძირითადად 14-დან 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაუჩნდა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მინიმუმ 10 ადამიანი!

ბრაზილიურ მედიაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ხანძარი ბაზის იმ შენობას გაუჩნდა, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. გარდაცვლილთა იდენტიფიცირების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. მაშველები გადარჩენილებს და ცხედრებს ჯერ კიდევ ეძებენ. AFP იტყობინება, რომ ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე გაჩნდა - მაშინ, როცა ბავშვებს ეძინათ.

აღსანიშნავია, რომ ბაზა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ახალი აშენებულია, რიოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მხოლოდ 2 თვის წინ გაიხსნა! სწორედ ამ ბაზაზე ვარჯიშობს ფლამენგოს პირველი გუნდიც. შეგახსენებთ, რომ ფლამენგო ბრაზილიაში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.

კომენტარები

ბოლო ამბები