Thumbnail

'საუკეთესო მეტოქე რონალდო იყო' - რიო ფერდინანდმა ფანებს ინსტაგრამზე უპასუხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რიო ფერდინანდმა ფანებს უპასუხა
  • რას ამბობს რიო სოლსკიაერზე
  • ფერდინანდი პსჟ-სთან მანჩესტერის შანსებს აფასებს

ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა გულშემატკივრებს შანსი მისცა, რომ მისთვის ინსტაგრამზე კითხვები დაესვათ. რიომ გამორჩეულ კითხვებს უპასუხა და სთორიშიც გამოაქვეყნა.

ვისთან ერთად ცხოვრობდი ოთახში?

როი კინი

სოლსკიაერი უნდა დარჩეს გუნდში?

დიახ, კონტრაქტიც უნდა გაუხანგრძლივდეს.

რა შანსი აქვს მანჩესტერს პარი სენ-ჟერმენთან?

კარგ გზაზე ვდგავართ. ამბობენ, რომ ნეიმარი არ იქნება, მაგრამ მბაპეს უნდა ვუფრთხილდეთ.

ოდესმე მანჩესტერში მწვრთნელად, ან რომელიმე თანამდებობაზე იმუშავებ?

შესაძლოა, მე მიყვარს ფეხბურთი.

როდის დაქორწინდები?

რიომ ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა - 🤫

საუკეთესო თავდამსხმელი ვის წინააღმდეგაც გითამაშია?

რონალდო (ფენომენი)

ვინ არის ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი

ჯეიდონ სანჩო

საუკეთესო მომენტი იუნაიტედში

მოსკოვის ფინალი. მე თერთმეტმეტრიანი ანელკას შემდეგ უნდა დაემერტყა. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც მან ვერ გაიტანა, რადგანაც დარტყმის შესრულება არ მსურდა.

View this post on Instagram

CHAMPIONS LEAGUE is back... 🏆📸

A post shared by Rio Ferdinand (@rioferdy5) on

სად დაიმალები თუ ლივერპული ჩემპიონი გახდება?

ჩემ მიერ მოგებული ტიტულების ოთახში.

კომენტარები

ბოლო ამბები