- კარლოს კეირუში კოლუმბიის ნაკრებს გაწვრთნის
- პორტუგალიელს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუფორმეს
პორტუგალიისა და ირანის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კარლოს კეირუში სამხრეთ ამერიკაში წავიდა, სადაც კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებს გაწვრთნის. კოლუმბიელებმა კეირუშს კონტრაქტი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გაუფორმეს.
კარლოს კეირუში: 'ჩემი მიზანია მსოფლიოში იმ რეპუტაციის გაძლიერება, რომელიც კოლუმბიის ნაკრებს აქვს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ქომაგს და ფედერაციას იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. მსურს, რომ მათ იმედები არ გავუცრუო'.
კარლოს კეირუშმა 65 წლის სპეციალისტი ხოსე პეკერმანი შეცვალა, რომელმაც ეს თანამდებობა სექტემბერში დატოვა. კეირუში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ირანის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად და აზიური ქვეყანა მოსფლიო თასზე ორჯერ გაიყვანა. ორი კვირის წინ კი ირანი აზიის თასის ნახევარფინალში იაპონიასთან დამარცხდა, რის შემდეგაც კარლოსმა თანამდებობა დატოვა.
კეირუშის სადებიუტო მატჩი კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 22 მარტს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ შედგება.
კომენტარები