Thumbnail

ბათუმის სტადიონზე გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება
  • ბათუმის ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს

ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს ახალ ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ სტადიონზე გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გეგმის მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს. სტადიონის მშენებლობას გასული წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ღირებულება 99 448 408.56 ლარია. სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება.

ბათუმის მშენებარე სტადიონი

ბათუმის მშენებარე სტადიონი

ბათუმის მშენებარე სტადიონი

კომენტარები

ბოლო ამბები