Thumbnail
  • შარლოტში გასამართი რიგით 68-ე ოლ სტარისთვის პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა 
  • გუნდების კაპიტნებმა ლებრონ ჯეიმსმა და იანის ანტეტოკუნმპომ არჩევანი გააკეთეს

NBA-ს რიგით 68-ე ‘ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის’, რომელიც თბილისის დროით 18 თებერვალს, შარლოტში გაიმართება, გუნდები საბოლოოდ დაკომპლექტდა. უკვე მეორე წელიწადია, გუნდების კაპიტნები ‘ყველა ვარსკვლავის მატჩში’ მიწვეული მოთამაშეებისგან შემადგენლობებს მორიგეობით ირჩევენ.

სასტარტო ხუთეულის მოთამაშე პირველმა ლებრონ ჯეიმსმა (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) აირჩია, სარეზერვო - იანის ანტეტოკუნმპომ (მილოიკი).

ოლ სტარის გუნდები კაპიტნებმა დრაფტით უკვე მეორედ დააკომპლექტეს

ლებრონის გუნდი

სასტარტო ხუთეული

🏀 ლებრონ ჯეიმსი
🏀 კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი)
🏀 კაირი ირვინგი (ბოსტონი)
🏀 კავაი ლეონარდი (ტორონტო)
🏀 ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)

რეზერვისტები

🏀 ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი)
🏀 კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი)
🏀 დემიენ ლილარდი (პორტლენდი)
🏀 ბენ სიმონსი (ფილადელფია)
🏀 ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო)
🏀 კარლ-ენტონი ტაუნსი (მინესოტა)
🏀 ბრედლი ბილი (ვაშინგტონი)
🏀 დუეინ უეიდი (მაიამი).

იანისის გუნდი

სტეფ კარი ზედიზედ მეექვსე ოლ სტარში ითამაშებს

სასტარტო ხუთეული

🏀 იანის ანტეტოკუნმპო
🏀 სტივენ კარი (გოლდენტ სტეიტი)
🏀 ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია)
🏀 პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა)
🏀 კემბა უოკერი (შარლოტი)

რეზერვისტები

🏀 კრის მიდლტონი (მილუოკი)
🏀 ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
🏀 რასელ ვესტბრუკი (ოკლაჰომა)
🏀 ბლეიკ გრიფინი (დეტროიტი)
🏀 დ’ანჯელო რასელი (ბრუკლინი)
🏀 ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო)
🏀 კაილ ლოური (ტორონტო)
🏀 დირკ ნოვიცკი (დალასი).

კომენტარები

ბოლო ამბები