Thumbnail

NBA | მარკ გასოლი ტორონტოში გადავიდა, დევისი ლეიკერსში - არა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ში რამდენიმე საინტერესო ტრეიდი განხორციელდა
  • ენტონი დევისი ლეიკერსში არ გადავიდა
  • მარკ გასოლი კარიერას ტორონტოში გააგრძელებს

NBA-ში ტრეიდები დასრულდა! ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გარიგება ტორონტომ დადო - რეპტორსმა მემფისიდან მარკ გასოლი გადაიბირა, სანაცვლოდ კი კანადელებმა სამი მოთამაშე და დრაფტზე ერთი არჩევანის უფლება დათმო (2024). მემფისმა იონას ვალანჩუნასი, სი ჯეი მაილსი და დელონ რაიტი მიიღო. 34 წლის გასოლს მემფისთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა. ის აქამდე NBA-ში მხოლოდ მემფისში თამაშობდა და გუნდის ყველა დროის ლდიერია ქულების, მოხსნებისა და ბლოკშორების მიხედვით.

ამერიკული პრესა წერდა, რომ ენტონი დევისი ლეიკერსში უნდა გადასულიყო, მაგრამ ტრეიდი არ განხორციელდა და ეს უკანასკნელიც ნიუ ორლეანსში დარჩა.

სხვა საყურადღებო ტრეიდები

🏀 ჯეიმს ენისი ჰიუსტონ როკეტსიდან ფილადელფია სიქსერსში გადავიდა. 

🏀 ნიკოლა მიროტიჩი კარიერას მილუოკიში გააგრძელებს. ტრეიდში დეტროიტი და ნიუ ორლეანსი მონაწილეობენ. პელიკანსი სტენლი ჯონსოს, ჯეისონ სმიტს და დრაფტის მეორე წრეში 4 არჩევანის უფლებას მიიღებვენ. დეტროიტი თონ მეიკერს მიიღებს.

🏀 გარეტ ტემპლი და ჯაიმაიკლ გრინი მემფისიდან კლიპერსში - ეივერი ბრედლის სანაცვლოდ.

🏀 მაიკ მუსკალა კლიპერსიდან ლეიკერსში გადავიდა - მაიკლ ბისლისა და ივიცა ზუბაცის სანაცვლოდ.

🏀 კალებ სუონიგანი პორტლენდიდან საკრამენტოში გადავიდა - სკალ ლაბისიეს სანაცვლოდ.

🏀 შელვინ მაკი მემფისიდან ატლანტაში წავიდა - ტაილერ დორსის სანაცვლოდ.

🏀 მარკელ ფულტცი ჯონათან სიმონსის, 2020 წლის დრაფტის პირველი (ოკლაჰომა) და მეორე წრის არჩევანის (ფილადელფია) სანაცვლოდ, ორლანდოში გადავიდა.

🏀 ჯაბარი ბირდი კარიერას ატლანტაში გააგრძელებს.

🏀 გრეგ მონრო ტორონტოდან ბრუკლინში წავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები