Thumbnail
  • ბუდუჩნოსტი 90:98 ხიმკი
  • გოგა ბითაძე - 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 ბლოკი

ევროლიგის რეგულარული სეზონის 22-ე ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ოდნავ წინ იყო რუსულ ხიმკისთან, მაგრამ საბოლოოდ შინ 90:98 დამარცხდა. ეს ქართველი ცენტრის გუნდის ზედიზედ მეორე მარცხია ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ.

უდუჩნოსტს 22 თამაშიდან 6 მოგება და 16 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. საპლეიოფო ზონას ის უკვე 4 მოგებით ჩამორჩება. 22 თებერვალს ბუდუჩნოსტი ჟალგირისს ესტუმრება, რომელსაც 8 გამარჯვება აქვს.

ბითაძის დაფარება 

ამ შეხვედრას კვლავ ესწრებოდნენ NBA-ს სკაუტები, მიზეზი კი 19 წლის ქართველი ცენტრია, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო და გუნდში ამ მაჩვენებლით მხოლოდ ნორის კოულს (20 ქულა) ჩამორჩა. ბითაძემ 26:55 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 ბლოკი მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გუნდში საუკეთესო იყო კოულთან ერთად - 25. 

სხვათა შორის, გოგას 17 ქულა და 7 მოხსნა ევროლიგის სადებიუტო მატჩში ბაიერნთანაც ჰქონდა, უბრალოდ, მაშინ მის ანგარიშზე 4 ბლოკი იყო და არა 2.  

კომენტარები

ბოლო ამბები