Thumbnail
  • საქართველო 1:2 ხორვატია
  • 8 თებერვალი: საქართველო V თურქეთი

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები (კაპიტანი მარგალიტა ჩახნაშვილი) ფედერაციის თასზე ევროპა-აფრიკის პირველ ჯგუფში მონაწილეობს. საქართველო B პულშია, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ ბათში მიმდინარეობს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები სერბეთი, ხორვატია და თურქეთია.

პირველ დღეს სერბეთთან 1:2 მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ანალოგიური ანგარიშით ხორვატიასთან დამარცხდა და ახლა ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვის თურქეთს დაუპირისპირდება. 

მართალია, ანგარიში იგივე იყო, რაც გუშინ, მაგრამ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოგებისთვის იომა, რაც გუნდის ლიდერის, ეკატერინე გორგოძის (151) დამსახურებაა. 

ხორვატიასთან პირველ მატჩში კორტზე მარიამ ბოლქვაძე (312) გავიდა, რომელიც ანა კონიუჰს (547) შეხვდა. რეიტინგში უპირატესობის მიუხედავად, ქართველ ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 3:6.

აი, გორგოძემ კი იანა ფეტს (262) სამ-სეტიანი ბრძოლა მოუგო - 4:6 6:3, 7:5. ანგარიში გათანაბრდა 1:1.

გადამწყვეტი წყვილების მატჩი გამოდგა, რომელშიც წესით საქართველო იყო ფავორიტი, რადგან ოქსანა კალაშნიკოვა წყვილებში მოწინავე ასეულის ჩოგბურთელია, მაგრამ მასთან ერთად დაღლილი გორგოძე თამაშობდა დარია იურაკთან და ანა კონიუჰთან - 5:7, 1:6. 

ჯგუფში სერბეთმა და ხორვატიამ 2-2 მატჩი მოიგო, ხოლო საქართველომ და თურქეთმა ორივე წააგეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები