Thumbnail

ჭიდაობა | სამი ქართველი ფალავანი ბულგარეთის ტურნირის ფინალში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა
  • ჯულაყიძე, გაფრინდაშვილი და მეგენეიშვილი ფინალში გავიდნენ

7 თებერვალს, ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში სტარტი აიღო პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის. UWW-ს ეგიდით მიმდინარე შეჯიბრებაში 18 ქვეყნის 200-ზე მეტი ფალავანი მონაწილეობს. პირველ დღეს, ხალიჩაზე 61, 70, 79 და 92 კგ. კატეგორის ფალავნებმა იასპარეზეს თავისუფალ ჭიდაობაში.

ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იჭიდავეს. საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებიდან სამი მოჭიდავე: ივერი ჯულაყიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) ფინალში გავიდნენ და 8 თებერვალს ოქროს მედლებისათვის იჭიდავებენ.

ხვალვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 57, 65 და 74 კგ. წონით კატეგორიებში გაიმართება. საქართველოს სახელით რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გიორგი სულავა (74კგ) იჭიდავებენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 19:15 საათიდან დაიწყება.

ფოტო: საქართველოს ჭიდაობის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები