Thumbnail

რა ვიცით DMC 5-ზე? ახალი გმირის ისტორია, თრეილერი და დემო

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • DMC 5-ის ახალი გმირი ცნობილია
  • Devil May Cry-ს დემოს ჩამოტვირთვა უკვე შესაძლებელია

კომპანია Capcom-მა მაიქროსოფთ სთორზე Devil May Cry 5-ს პირველი დემო გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ დემო ვერსია მშვენივრად გამოიყურება და როგორც ვიზუალის, ისე გეიმფლეის მხრივ იმედისმომცემია, კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თამაშის სრული ვერსიის გაშვებას, შესაძლოა, მაინც მოჰყვეს გარკვეული უკმაყოფილება, რის მიზეზადაც ისინი მარკეტინგის მიერ შექმნილ ზედმეტ მოლოდინს ასახელებენ.

Devil May Cry 5 თავისი ცნობილი და პოპულარული წინამორბედების პირდაპირი სიქუელია, თუმცა, ბევრ სიურპრიზს გვპირდება. როცა თამაში პირველად დაანონსდა, ფანები მაშინვე მიხვდნენ, რომ დეველოპერები ყველაფერს არ ამჟღავნებდნენ და მართლებიც გამოდგნენ. DMC 4-ის გმირები, ყველასთვის საყვარელი დანტე და ნერო, რა თქმა უნდა, DMC 5-ში ბრუნდებიან, თუმცა ახალი გმირი, V, ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული.

'ვიცოდით, რომ ახალი გმირი დანტესა და ნეროსგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სხვანაირად, მის არსებობას აზრიც არ ექნებოდა' - ჰიდეაკი იცუნო, თამაშის ავტორი

'Devil May Cry 4-ს ორი გმირი ჰყავდა: ნერო და დანტე. გადავწყვიტეთ, რომ მეხუთე ნაწილში ახალი გმირის დამატება გვინდოდა. ყველაფერი ასე დაიწყო, - განმარტავს იცუნო, - ვიცოდით, რომ ახალი გმირი დანტესა და ნეროსგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სხვანაირად, მის არსებობას აზრიც არ ექნებოდა. დანტეს და ნეროს გმირებით, დემონების წინააღმდეგ ბრძოლისას შეტევის ტაქტიკას იყენებ. სწორედ ამიტომ გამიჩნდა იდეა, ისეთი გმირი შეგვექმნა, რომელიც ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძოლებდა; დაცვაზეც და შეტევაზეც.'

სწორედ ესაა V-ის პერსონაჟის არსი. ძირითადად, DMC-ში, რესურსების გადანაწილება გიწევს. დანტეს ან ნეროს პერსონაჟით თამაშისას, შეტევაზე ხარ და ცდილობ საპასუხო დარტყმები აირიდო.

'V-ის პერსონაჟის იდეა თამაშის განვითარების ადრეულ ეტაპზევე იყო, - ამბობს იცუნო, - გვაინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ თავდაცვისა და თავდასხმის ელემენტებს განვაცალკევებდით? როგორ შეცვლიდა ეს თამაშს? ვთქვათ, რაღაცის დაცვაც გჭირდება, თან ამავე დროს შედოუ, გრიფონი და ნაითმერი შეტევაზე მოქმედებენ, ცალკ-ცალკე. ასეთი სტილის გმირი მშვენივრად ერგება თამაშის მექანიკას და ისტორიასაც უფრო ანვითარებს.'

ნახეთ V DMC-ს ახალ თრეილერში!

Devil May Cry 5-ს სთორიდან ჩამოტვირთვა უფასოდ შეგიძლიათ, თუმცა, თუ Game Sharing-ს იყენებთ, შესაძლოა ჩამოტვირთვისას პრობლემა შეგექმნათ. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, თქვენი რეგიონი შეცვალოთ და ლოკაციად 'ახალი ზერლანდია' მიუთითოთ, ხოლო როცა ჩამოტვირთვა დასრულდება და თამაში ინსტალაციისთვის მზად იქნება, რეგიონი კვლავ შეცვალოთ.

ნახეთ DMC-ის სრული თრეილერი!

Devil May Cry 5-ს სრული ვერსია 8 მარტს გამოვა. მისი წინასწარ შეკვეთა 59.99 $-ად შეგიძლიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები