Thumbnail

'რუმინეთში მხოლოდ მოგება გვინდა!' - ბორჯღალოსნების კომენტარები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნებმა შევარდენზე ღია ვარჯიში გამართეს
  • საქართველოს ნაკრები რუმინეთთან შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ სარაგბო სეზონს 9 თებერვალს კლუჟში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს. მილტონ ჰეიგის გუნდმა რუმინეთში გამგზავრებამდე შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა, რომელზე დასწრებაც გულშემატკივარსაც შეეძლო.

საქართველო რაგბი ევროპას ტიტულის მეთერთმეტედ მოგებას ეცდება. ‘ბორჯღალოსნებმა’ შარშან რუმინეთს 3 ლელო დაუდეს და დინამო არენაზე მუხებს 9 ქულით, 25:16 სძლიეს.

ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი სოსო მათიაშვილი დააკლდება. შარშან მომხდარი სარაგბო სკანდალის გამო რუმინეთს რაგბი ევროპაში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწია და პლეი აუტში პორტუგალია 30 ქულით - 36:6 გაანადგურა.

საქართველო ტურნირს რუმინეთთან მატჩით დაიწყებს, ხოლო რაგბი ევროპას ამ გათამაშებაში მხოლოდ ორ საშინაო მატჩს ჩაატარებს - თბილისში ესპანეთთან და ქუთაისში გერმანიასთან.

ლევან მაისაშვილი: ‘პირველი შეხვედრა ყოველთვის დაძაბული და მეტ ყურადღებას მოითხოვს. არ იქნება მარტივი მატჩი, მხოლოდ მოგებას ვეცდებით. ბევრი დებიუტანტი გვყავს გუნდში, ყველა მომზადებულია.’

ლევან ჩილაჩავა: 'ძალიან რთული მატჩი გველის რუმინეთთან. გამოიძახეს ლეგიონერები, რომლებიც TOP 14-ში თამაშობენ და სრული დატვირთვით ემზადებიან. კარგი შეკრება გავიარეთ და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.'

გელა აფრასიძე: 'რუმინეთი მოსაგებად ემზადება და სურთ, რომ ორი წლის წინ მომხდარი ფაქტი გაიმეორონ. მიუხედავად იმისა, რომ რუმინელები ამ მატჩისთვის დიდი დატვირთვით ემზადებიან. იმედი გვაქვს, რომ ამ თამაშს მოვიგებთ.'

'ბორჯღალოსნების' ღია ვარჯიში

'ბორჯღალოსნების' ღია ვარჯიში

'ბორჯღალოსნების' ღია ვარჯიში

'ბორჯღალოსნების' ღია ვარჯიში

'ბორჯღალოსნების' ღია ვარჯიში

კომენტარები

ბოლო ამბები