Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების და მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელი 27 წლის გახდა!
  • მოსკოვურმა კლუბმა ქართველ მცველს დაბადების დღე სახალისო ვიდეოთი მიულოცა

საქართველოს ნაკრების მცველს საბა კვერკველიას 6 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა - 27 წელი შეუსრულდა. მოსკოვის ლოკომოტივმა ქართველ მცველს იუბილე მიულოცა და ამასთან დაკავშირებით, ტვიტერზე ვიდეორგოლი განათავსა, სადაც რუსულ კლუბში საბას სახალისო მომენტებია შეკრებილი.

‘დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩვენს საყვარელ ქართველს (და თქვენც) ვუძღვნით ყველაზე სასაცილო მომენტებს, რომლებიც ჩვენი კამერების ობიექტივებში მოხვდა’ - წერია ვიდეოს აღწერილობაში.

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას 2016/17 წლების სეზონის მეორე ნახევრიდან იცავს. ამ კლუბთან ერთად ცენტრალურმა მცველმა რუსეთის თასი და რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კვერკველიამ 17 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ამჟამად ფეხბურთელი სეზონის განახლებისთვის კლუბთან ერთად ესპანურ შეკრებაზე ემზადება.

საბა კვერკველია სეზონის განახლებისთვის ესპანურ შეკრებაზე ემზადება

საბა კვერკველია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებული 29 მატჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები