Thumbnail

'ვნანობ ჩემს საქციელს და უნდა მორჩეს კინკლაობა' - გეგა გეგეშიძის კომენტარი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გეგა გეგეშიძის კომენტარი მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ
  • ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დათუნაშვილმა ვარჯიში უნდა გააგრძელოს

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმდჯომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. საუბარი შეეხო ქართულ ჭიდაობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გეგეშიძის დაპირისპირებას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილთან. შეხვედრის შემდეგ, გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა…

“ყველა საკითხზე დეტალურად ვიმსჯელეთ. შევთანხმდით, რომ შედგება პრეზიდიუმის სხდომა და იქ განვიხილავთ ყველა საკითხს. გადაწყდება როგორც პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის, ისე სპორტსმენის დისკვალიფიკაციის საკითხი. ვნანობ ჩემს საქვიელს, რადგან რაც მოხდა, არ არის კარგი. რა თქმა უნდა, სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ოლიმპიური ლიცენზიების წელია. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მივიპოვოთ, რომ მეტი სპორტსმენი მოხვდეს ოლიმპიურ თამაშებზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას”. - განაცხადა გეგა გეგეშიძემ. 

2019 წელი ქართული ჭიდაობისთვის სკანდალურად დაიწყო. 10-13 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველო ჩემპიონატი ჭიდაობაში. 11 იანვარს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. ფონალური ორთაბრძოლის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე იყო, რომელიც პირადად დაუპირისპირდა ზურაბ დათუნაშვილს.

19 იანვარს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა ასახული. კადრებში კარგად ჩანს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების კაპიტანს შორის მომხდარი ინციდენტი. კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები